სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სარკო" დამარცხდა და აღიარა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, წინასწარი მონაცემების მიხედვით, სოციალისტი ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა. მან ხმების 52% მოიპოვა, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კი 48%.

ნიკოლა სარკოზიმ დამარცხება აღიარა და თქვა, რომ მან ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის, რისი გაკეთებაც შეეძლო, შემდეგ კი განაცხადა, რომ ფრანსუა ოლაბნდი ქვეყნის ახალი პრეზიდენტია. ოლანდის მხარდამწერები უკვე მოედნენ საფრანგეთის ქალაქების ქუჩებს.

ოლანდი წელიწადში 1 მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას, მინიმალური ხელფასის ამაღლებას, დამატებით 60 ათასი მასწავლებლის დასაქმებასა და საპენსიო ასაკის 62-დან 60 წლამდე დაწევას აპირებს.

ეს არის საფრანგეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა ვალერი ჟისკარ დესტენის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა მეორე ვადით გამარჯვება ვერ შესძლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100