სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ წუთებში (09.12.2011,02:15 სთ) მოსკოვის გზებზე მოძრავი БТР-ების კოლონის კადრები ინტერნეტში გაავრცელეს

დაახლოებით 30 წუთის წინ „იუთუბზე“ გავრცელდა კადრები, სადაც მოსკოვის წრიულ საავტომობილო გზაზე (МКАД) მოძრავი ჯავშანტრანსპორტიორების კოლონაა გადაღებული. ვიდეოს სათაურიდან ირკვევა, რომ კოლონას ავარია შეემთხვა - კადრში საგზაო პოლიციის მანქანები და გაჩერებული კოლონა ჩანს. დამატებითი დეტალები ვიდეოს აღწერას არ ახლავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში შინაგანი ჯარის დამატებითი ტექნიკა და პირადი შემადგენლობა შეიყვანა. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა უპრეცენდენტო კონტიგენტის მობილიზაცია რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100