GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, საარჩევნო ბარიერის გადალახვას მხოლოდ ”ქართული ოცნება”, ”ნაციონალური მოძრაობა” და ”პატრიოტთა ალიანსი” ახერხებენ

GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" გამოკითხულთა - 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 32,74%.
GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას ასევე ახერხებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც აღნიშნული მონაცემებით 5,76% უჭერს მხარს.
როგორც ”რუსთავი 2” აღნიშნავს, ამ დროისთვის დათვლილია გამოკითხულ ამომრჩეველთა 90%-ის მონაცემები.
GFK-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები „ბისიჯიმ“ ჩაატარა.

კომენტარი