ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ხოვლეს მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი სოფელ ხოვლეს ესტუმრა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. ,,ჩემთვის საამაყო იყო იმ სოფლის მიწაზე დგომა, სადაც ქართველმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელმა, აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა გაატარა თავისი ბავშვობა.

მან პირველი სამეცნიერო-კვლევის სამუშაოებიც სწორედ აქ დაიწყო. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის,რაც შეხვედრაზე ვიგრძენი. კეთილდღეობამ უნდა შეაღწიოს თითოეული სოფლის მკვიდრის და საქართველოს ყველა მოქალაქის ოჯახში",-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

(რეკლამა)

კომენტარი