სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია წულაია მოსახლეობას შეხვდა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ილია წულაიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლებასთან მორიგი შეხვედრა დიღმის მასივის IVკვარტალისა და სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებთან გამართა. შეხვედრაზე ილია წულაიამ ,,ქართული ოცნების’’ წინასაარჩევნო პროგრამასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო. ,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითეული თქვენგანის პრობლემისა და აზრის გაგება.მე თქვენთან არ მოვსულვარ იმისთვის, რომ დაგარწუნოთ- მე მომცეთ ხმა, მხოლოდ არჩევნებამდე გესაუბროთ ლამაზი სიტყვებით და არჩევნების შემდეგ დავიკარგო. 2012 წელი იყო ოცნება და ჩვენ ეს ოცნება აგვიხდა. საქართველოს ისტორიაში პირველად უსისხლოდ , არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების შეცვლა. თქვენ ეს ყველამ ერთად შევძელით, მაგრამ დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, ნებისმიერ პარტიას აქვს შესაძლებლობა წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და თქვენი თავისუფალი ნებაა თუ ვის მისცემთ ხმას, ვის გამოუცხადებთ ნდობას . თავისუფლება , სწორედ ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი პარტია ,, ქართული ოცნების’’ ყველაზე დიდი მონაპოვარი . ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ თავისუფლება, ახლა კი დროა ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა.სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილება, რომ ისეთი კანონების ინიცირება მოვახდინო პარლამენტში, რომლის წყალობითაც ყველა ოჯახში შევა კეთილდღეობა“,- განაცხადა ილია წულაიამ.(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100