რუსეთი საქართველოს ჩეჩნეთის ბატალიონ ,,ვოსტოკით“ აშინებს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გრუ-მ უარყო ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობაში ტერორისტებს ამზადებენ, ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება თავისას მაინც არ იშლის და ჯიქურ აწვება იმ აზრს, რომ პანკისი ტერორისტებით გაივსო.

რუსული ინტერნეტპორტალი ,,უტრო.რუ” აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს საქართველოს სურს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამისთვის პანკისის ხეობაში ტერორისტებს ამზადებს. სტატიის ავტორის თქმით, პანკისის ხეობაში დღესაც მიმდინარეობს ტერორისტთა სწავლებები, თუმცა, რომელ წყაროზე დაყრდნობით წერს ამ ინფორმაციას, ჟურნალისტი ვერ აკონკრეტებს.

,,წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ პანკისის ხეობაში ტერორისტები შემოუშვა და მათ სწავლებებს შეუდგა. ტერორისტებს არაბი ინსტრუქტორები ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაკეთებას ასწავლიან. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელთა ,,გაუჩინარებაშიც” ოჯახის წევრები ხელისუუფლებას ადანაშაულებენ. თბილისში აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდას შეუწყონ ხელი,”- წერია აღნიშნულ სტატიაში.

ჟურნალისტი ასევე ჩერქეზების საკითხსაც შეეხო და მარტში, თბილისში ჩატარებულ საერთშორისო კონფერენციასაც, სადაც XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზებზე განხორციელებული ქმედება, გენოციდად შეფასეს.

,,საქართველოში ასევე ატრიალებენ გენოციდის თემას, თითქოს რუსეთის მხირდან გრძელდება კავკასიელი ხალხის გენოციდი. ამ ინფორმაციის გავრცელებით არა მარტო სააკაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა დაკავებული, არამედ ამ საქმისთვის სპეციალურად შექმნილი ,,კავკასიის ფონდი”, რომელიც დაღესტნურ ნაციონალურ ჯგუფებთან თანამშროლობს, ჩერქეზების გენოციდზე“ მასალებს აგროვებს და სხვა პატარა ერების ბედზე ,,წუხს,”- ნათქვამია სტატიაში.

ჟურნალისტის თქმით, კავკასიის გარშემო თამაში დიდი ხანია, მიმდინარეობს და ეს 10 წლის წინ დაიწყო, როცა ნატო მიზეზებს ეძებდა იმისთვის, რომ კავკასიაში სამშვიდობო ჯარი შეეყვანა. ავტორის აზრით, ნატო-მ ეს იმიტომ ვერ მოახერხა, რომ რუსეთმა ჩეჩნეთში წესრიგი დაამყარა.

ჟურნალისტი ასევე უკმაყოფილოა იმ რუსი ნაციონალისტებით, რომლებიც მოითხოვენ რუსეთს კავკასიის რესპუბლიკები გამოეყოს.

,,ამ ფონზე ყველაზე საეჭვო არის რუსი ნაციონალისტების ქმედება, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთს უნდა გამოეყოს კავკასიის ქვეყნები. მიუხედვად იმისა, რომ რუსი ნაციონალისტები ითხოვენ, „შეწყდეს კავკასიის კვება“ და ჩამოყალიბდეს რუსეთის ნაციონალური სახელმწიფო, ეს მაინც თბილისისა და მისი დასავლელი პარტნიორების წისქვილზე ასხამს წყალს.

ჟურნალისტი შეეხო სოჭის ოლიმპიადასაც. მისი თქმით, სააკაშვილი ყოველთვის იმით იმუქრება, რომ ოლიმპიადას ჩაშლის.

,,კაკვასიაში დესტაბილიზაციის დაწყებამ შესაძლოა საფრთხე შუქმნას სოჭის ოლიმპიადას. სააკაშვილი ხომ რეგულარულად იმუქრება, რომ ამ ოლიმპიადას ჩაშლის. ამის პარალელურად, ჩერქეზთა დიასპორა თურქეთში საპროტესტო გამოსვლებს აწყობს ლოზუნგით: ,,სოჭი - გენიციდის მიწა” და იმ თემით სპეკულირებს, რომ მომავალი ოლიმპიადის ადგილზე, ნახევარი საუკუნის წინ, სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობდა, ოლიმპიური ქარტია კი ხალხის მასიური დაღუპვის ადგილზე ოლიმპიადის ჩატარებას კრძალავს,”- ნათქვამია ,,უტრო.რუ”-ს სტატიაში.

სტატიის ბოლოს, ავტორი ამბობს, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება ხელი შეუშალოს კავკასიაში დესტაბილიზაციას და ამაში მას ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვიც დაეხმარება, რადგან არც ჩეჩნეთს აწყობს არეულობა.

ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტს ჩეჩნეთის ჯარით აშინებს და ამბობს, რომ სწორედ ჩეჩნურმა ბატლიონმა ,,ვოსტოკმა” დაამარცხა 2008 წელს საქართველოს ჯარი და ამიტომ ,,სააკაშვილს დაფიქრება მართებს.”

კომენტარი