ირაკლი ოქრუაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნოს. ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა დაადასტურა.
თანაშემწის თანამდებობა დღემდე ნათია ომაძეს უკავია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარე ხელს დღეს მოაწერს.
ასევე, იგეგმება მეორე თანაშემწის დათხოვნაც. არსებული ინფორმაციით, მის ნაცვლად "ქართული პარტიის" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ერგემლიძე დაინიშნება.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარისგან თანაშემწის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო და ის დათანხმდა.
როგორც ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ყველა მიმართულებით იმუშავებს, რომელიც ქალაქისთვის იქნება საჭირო.

"ჩვენი თანაგუნდელი ილია მეტრეველი, როგორც იცით გარკვეული მოვლენების შედეგად, რომელიც გორში განვითარდა, არჩეული იქნა საკრებულოს თავმჯდომარედ. ჩემი ვარადუდით, მას ჩემზე უკეთესი მრჩეველი ვერ ეყოლება და ეს მისი გადასაწყვეტია. ჩემის აზრით, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შემოთავაზება მივიღე და ვფიქრობ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ქალაქში. ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა. მე არ მინდა, რომ ჩემი გავლენა და დახმარება მეგობრებზე, ასე ჩაითვალოს, შესაბამისად, დავთანხმდი ილია მეტრეველს ამაზე", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, სხვა კანდიდატები მასთან შედარებით კონკურანტუნარიანები არ იყვნენ.

კომენტარი