გოგი თოფაძემ "დაუნის სინდრომი" სალანძღავ სიტყვად გამოიყენა

დღეს, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პირველ პირს ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ მიმართა:

"თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, თქვენი ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. შემიძლია დაგისახელოთ სად არის ეს. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ! ძალიან სამწუხაროა თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარი