სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზურ–რუსული „დაძმადნაფიცება“ კამორას ელემენტების თანხლებით

სოხუმისა და არხანგელსკის დაძმობილება აფხაზური ოფიციალური დელეგაციის წევრებმა საკმაოდ ორიგინალურად აღნიშნეს: მათ არხანგელსკი–მოსკოვის ავიარესზე ჯერ მთვრალებმა დებოში ატეხეს, მერე კი ამასაც არ დასჯერდნენ და რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ადმირალს ცხვირი გაუტეხეს.

მათი ასეთი საქციელის გამო გულგატეხილი რუსული მედია წერს, რომ „ზოგიერთ ოფიციალურ აფხაზი ეროვნების პირს ჯერაც ვერ მიუღწევია ცვილიზებული ფორმებისთვის და ველურივით იქცევა“.

აფხაზური დელეგაციის წევრების ამ საქციელის გამო ოფიციალურმა რეისმა „ტალაგის“ აეროპორტში საათნახევრით დაიგვიანა. ეტყობა, აფხაზ მარიონეტებს მათი უფროსი ძმებისა და, გურამ დოჩანაშვილის „სამოსელ პირველში“ აღწერილი კამორელების მსგავსად, „ძმობა“ ცხვირისა და თავის გატეხვის გარეშე არ ესმით.

ინციდენტი უშუალოდ თვითმფრინავის სალონში მოხდა, როცა „დაძმობილების“ ცერემონიის დასრულების შემდეგ რეისი სოხუმში სრულდებოდა.

"თვითმფრინავის ბორტზე სოხუმის დელეგაციის წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ხმამაღლა ბილწსიტყვაობდნენ რუსულ ენაზე. ამავე ლაინერის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალები იმყოფებოდნენ, რომლებმაც აფხაზური დელეგაციის წევრებს შენიშნვა მისცეს. ამის გამო აფხაზური დელეგაციის წევრებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცხვირი გაუტეხეს", – იუწყება რუსული მედია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100