სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი,ასეთი კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ

ზოგადად, ადამიანი ციხიდან გამოდის დაბოღმილი და ცდილობს ქვეყანა გადაატრიალოს. მაგრამ ეს განცდა ერთი წუთითაც არ მაქვს, - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, არც ბოღმა ამოძრავებს, არც არავიზეა დამბოღმილი და არც არავის მტრად თვლის თავს. "მე ვიცი რა არის სიკეთე ქვეყნისთვის და ამ სიკეთისთვის ვაპირებ ბრძოლას იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც დღეს ამდენი ხანი გაუძლეს და იყვნენ აქ. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არასდროს ბოღმით არ დავიწყებთ მოქმედებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ გვინდა, რომ ივანიშვილს დავემსგავსოთ, რომელსაც მხოლოდ ბოღმა ამოძრავებს. ის ხალხს დაჰპირდა უამრავ რამეს და ამის შემდეგ რომ არ შეესრულებინა ეს დაპირებები, ყველაზე იაფი გადაწყვეტილებები იპოვა და დაგვიჭირა ჩვენ, გააქცია ხალხი და გამოაცხო პოლიტიკური დევნა. ვენახში მას მოუწევს ფულის გადახდა, მაგრამ ამაში არ მოუწევს. ივანიშვილს ღმერთმა შეარგოს ის თავის ფულიც და რაც აქვს, მაგრამ ქვეყნის ხარჯზე, თითოეული მოქალაქის გაუბედურების ხარჯზე არც მას შეერგება ეს", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, პატიმრობაში გატარებული დრო არის მოპოვებული და არა დაკარგული. "მე არც ერთი წამი და წუთი არ დამიკარგავს. ბევრი რამე, რასაც თუნდაც ამ 10 წლის განმავლობაში ვერ ვაკეთებდი, ავინაზღაურე. ეს იყო ჩემთვის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გამომეცადა და ცხოვრება აბსოლუტურად სხვა ნაპირიდან დამენახა. ჩემთვის ეს ყველაფერი არის დიდი გამოცდილება", - აღნიშნა "რუსთავი 2"-თან საუბრისას გიგი უგულავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100