„ეს ხუილოს მონა“ - რატომ მიმართა გივი თარგამაძემ კახი კალაძეს უწმაწური სიტყვებით?

„არ უნდა ჩავერთოთ დიდი ქვეყნების პოლიტიკაში, რადგან გალახულები გამოვალთ“ - კახი კალაძის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე.

„როგორ შეიძლება ეს ჩმო, ხუილოს მონა, მოცახცახე შიშგროვა, სულით პუწინის მოსამსახურე საქართველოს მთავრობის ვიცეპრემიერი იყოს? არც მილანმა, არც ცივილიზავიასთან ხანგრძლივმა კონტაქტმა, არც უკრაინის მხრიდან გულში ჩახუტებამ უშველა - ორ წამში დაემონა რვა ქურდს, ზვი-ძინსა და ხუილოს!“ - წერს თარგამაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ჩვენი მეგობარი ევროპელი ქვეყნები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად რუსეთთან არ წავიდნენ ღია დაპირისპირებაზე. თუნდაც ბოლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უკრაინას ევრაზიულ კავშირშიც შეუძლია გაწევრიანება. ამიტომ, ჩვენ, მთავრობა, საქართველო არ უნდა ვიქნეთ გამოყენებული კონკრეტული დიდი ქვეყნების რაღაც პოლიტიკაში, რადგან ამ ვითარებიდან ისევ გალახულები გამოვდივართ ჩვენ"

კომენტარი

×