სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახი კალაძე: ჩემს ხელფასს საქველმოქმედო ფონდებში ვრიცხავ

ქართული ოცნების ოფიციალურ გვერდზე კახი კალაძის განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

მე ამ თემაზე არასდროს მისაუბრია, თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა. ეს შეეხება ვიდეოკლიპებს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით ტრიალებდა. კერძოდ, ეს იყო ნეგატიური კლიპები პრემიებთან დაკავშირებით, სადაც ჩემი სახელი და გვარიც არის. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი თეთრი არ ამიღია - არც ხელფასი და არც პრემია. ყველა თეთრი, რომელიც ჩემი ხელფასის სახით ირიცხებოდა, ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული ბავშვების, სხვადასხვა ავადმყოფების სამკურნალოდ, ასევე გაჭირვებულებისთვის იხარჯებოდა. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი, რომ ამაზე საუბარი და განმარტებების გაკეთება მიწევს. უბრალოდ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს მოსახლეობამ იცოდეს და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას.“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100