სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამოუწურავი აგრესია itv.ge-ს მისამართით

საპროტესტო აქციების მიმდინარეობის ორი დღის განმავლობაში ინტერნეტტელევიზია აიტივის გადამღები ჯგუფები მუდმივ ზეწოლას განიცდიდნენ როგორც აქტივისტების ისე დემონსტრაციების ორგანიზატორთა მხრიდან. რამდენიმე შემთხვევაში ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები ოპოზიციონრების წაქეზებითაც კი ხორციელდებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა 23 მაისს დაახლოებით დილის 3 საათზე აიტივის ვიდეოკამერა ასფალტზე დაანარცხეს და წიხლები დაუშინეს, ხოლო ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულტა კომენტარები „მაესტროს“ გარდა თითქმის ყველა ტელევიზიის ჯგუფმა ჩაწერა.

შემთხვევის შემდეგ ქართული პარტიის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ტრიბუნასთან მივიდა და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც, მისი თქმით, აქციას არაობიექტურად აშუქებდნენ, ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

ინცინდენტის შემდეგ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტმა მომხდართან დაკავშირებით ნონა გაფრინდაშვილს კომენტარის გაკეთება თხოვა. სახალხო კრების ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ვინმე ხალხს ნერევბს უშლიდა, ეს აიტივი და რუსთავი 2 იყო.

სახალხო კრების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები და ლიდერები განსაკუთრებული აგრესიით აიტივის ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ გამოირჩეოდნენ. ე.წ. მშვიდობიანი აქციის დროს ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს არამხოლოდ მანიფესტანტები, არამედ მათი ლიდერებიც ერჩოდნენ. თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა ინტერვიუს დროს აიტივის გენერალურ დირექტორს დაემუქრა.

ინტერნეტტელევიზიის კამერის დანახვაზე ბადრი ბიწაძე აქციის პირველი დღიდანვე გარბოდა.

მთვრალი მომიტინგეები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში დროში ტარებით შეიარაღებულები დადიოდნენ, აიტივის ჟურნალისტების მიმართ ბინძურ სიტყვირ შეურაცხყოფას არ იშურებენ.

აიტივის შეკითხვებს გუშინ მთელი დღის განმავლობაში აგრესიულად პასუხობდა ქართული პარტიის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. ადამიანი, რომელიც ამტკიცებს რომ მშვიდობიანი მიზნებით არის მისული საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ჟურნალისტებს დამქირავებელთა მიხედვით ყოფს და პასუხსაც მაღალ ტონალობაში სცემს.

მომიტინგეებისა და მათი ლიდერების აგრესია მხოლოდ ამ ინცინდენტებით არ ამოწურულა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქტივისტებმა აიტივის ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ვიდეო: http://www.itv.ge/?m=16&CID=15954

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100