პუტინი „მისტრალს“ და ქართველ პოლიტიკოსებს ყიდულობს

რუსეთი საფრანგეთისგან სადესანტო საშტაბო ხომალდის -„მისტრალის“ შეძენას აპირებს. ხომალდი, რომელიც შესაძლოა კრემლს ხელში ჩაუვარდეს, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ემუქრება.
ცოტა ხნის წინ, პარიზში მყოფმა პუტინმა არ გამორიცხა რუსეთის მიერ საფრანგეთისგან „მისტრალის“ შესყიდვის ფაქტი. ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა, კრემლი სადესანტო-საშტაბო ხომალდს საქართველოს წინააღმდეგ, პუტინმა განაცხადა: „ჩვენ ამ ხომალდს იქ გამოვიყენებთ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით“.
ექსპერტთა განცხადებით, თუ პუტინმა სარკოზის თანხმობის შემდეგ „მისტრალი“ შეიძინა, ხომალდი შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთის სიახლოვეს განთავსდეს, საიდანაც ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი რუსეთის მიერ არასტაბილური სიტუაციის შექმნა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად, რეგიონში.
„საფრანგეთის პრეზიდენტი არის იმ შეთანხმების შესრულების გარანტი, რომელზეც ხელი მოაწერა აგრესორმა რუსეთმა, როგორც მხარემ. რუსეთმა გასულ წელს განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა და გენოციდი. ამიტომ, საკითხს გააჩნია პოლიტიკური განზომილება და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკური განზომილება მხედველობაში იქნება მიღებული“, - განაცხადა 3 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.
ანალიტისთა შეფასებით, რუსეთი შესაძლოა მორიგი აგრესიისთვის ემზადებოდეს. სეპარატისტული და კრემლის მიერ მიტაცებული აფხაზეთი ნელ-ნელა უკვე კარგავს თავის ფუნქციას და ეს ტერიტორია უახლოეს მომავალში რუსული სამხედრო ბაზების პლაცდარმი იქნება.
გარდა ამისა, კრემლი ემზადება სოჭის ოლიმპიადისთვის და სურს შავი ზღვის აკვატორიის იმ ნაწილის გაკონტროლება, რომელიც აფხაზეთსა და სოჭს ესაზღვრება.
სადესანტო საშტაბო ხომალდი „მისტრალი“ კი ის „ინსტრუმენტია“, რომლითაც საქართველოს ნემისმიერ მომენტში შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინს შესაძლოა მალე „მტრის ხატის“ შექმნა დასჭირდეს, რათა ერთი მხრივ, შიდა პრობლემები დაავიწყოს რუსეთის მოქალაქეებს და, მეორე მხრივ, „მტრის ხატის“ ფონზე დაიწყოს თავისი საპრეზიდენტო კამპანია.
ამისთვის კი, პუტინი, რომელმაც ბესლანში ასეულობით მოსწავლე გაჟუჟა, მოსკოვში რამდენიმე ათეული კორპუსი ააფეთქა, რათა ჩეჩენ ტერორისტებს დაბრალებოდა, ჩეჩნეთში ასი ათასზე მეტი ეთნიკური ჩეჩენი გამოასალმა სიცოცხლეს (ეს პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება), პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის უკან არაფერზე დაიხევს და გამორიცხული არაა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კვლავაც გადაწყვიტოს. ეს კი „დიდი რუსული ნაციონალისტური ინტერესებით“ გაამართლოს.
ის ქართველი პოლიტიკოსები, კი, რომლებსაც დღემდე სჯერათ პუტინის მიერ პრიმაკოვის დაბადების დღეზე წარმოთქმული სადღეგრძელოსი, უმღერიან რუს ოკუპენტებს, დაირებიან მოსკოვში დაფინანსების მიზნით ან უბრალოდ, ლობირებენ რუსულ ინტერესებს (და ამას ქართული ინტერესებით ამართლებენ) პირდაპირ თუ ირიბად, სწორედ პუტინსა და მის სისხლიან პოლიტიკას უჭერენ მხარს.

კომენტარი