ფული ბაბა, ბევრი ფული...

„დრონი.ჯი“-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძის მეუღლე, ბადრი ბიწაძე პეტერბურგელ მაფიოზსს, ალექსანდრე ებრალიძეს შეხვდა და ოპოზიციის მიტინგების დაფინანსება სთხოვა.
ალექსანდრე ებრალიძე კრემლთან დაახლოვებული, წარმოწობით ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, მილიონები არაკანონიერი ბიზნეს-საქმიანობით დააგროვა. ებრალიძე საქართველოს პრეზიდენტობას აპირებს და შესაბამისად, დღევანდელი ხელისუფლების დამხობითაა დაინტერესებული.
გაზეთი „დრონი.ჯი“ უკვე წერდა, რომ 9 აპრილის მიტინგები საკმაოდ კარგად ფინანსდებოდა. მაშინ, რადიკალთა ერთ-ერთი დამფინანსებელი პეტერბურგში მცხოვრები ალექსანდრე ებრალიძეც იყო.
მან, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მაშინ რადიკალებს ოთხი მილიონი დოლარი მისცა, თუმცა, როგორც „დრონი.ჯი“-ს უყვებიან, საკმაოდ გაბრაზებული ყოფილა იმით, რომ რადიკალებმა აპრილის აქციებისას ხელისუფლების შეცვლა ვერ მოახერხეს.
დღეს ოპოზიციას ფული არ აქვს და ამის შესახებ, მისი ლიდერები ღიად საუბრობენ. როგორც ჩანს, ფული და მარგალიტები ნინო ანზოროვნასაც შემოაკლდა. შესაძლოა სწორედ ამიტომაც „გასტყორცნა“ ბიწაძე ებრალიძესთან, მაგრამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ებრალიძემ ბიწაძე გამოაგდო და დაფინანსებაზე უარი უთხრა.
როგორც დავადგინეთ, ბიწაძემ ებრალიძეს არა მხლოდ მისი მეუღლის სახელით სთხოვა ფული, არამედ ირაკლი ოქრუაშვილიც ახსენა და განაცხადა, რომ ეს ფული საერთო სახალხო აჯანყებას მოხმარდებოდა (ალბათ ბეიზბოლის „ბიტებს“ შეიძენდნენ). ოქრუაშვილმა და ბურჯანაძემ ფუნქციები უკვე გადაინაწილეს და ამ ფუნქციების მიხედვით, ფულის შოვნა ნინო ბურჯანაძეს აქვს დავალებული
„დრონი.ჯი“ ცდილობდა ალექსანდრე ებრალიძეს ტელეფონით დაკავშირებოდა, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. „პიტერსკის“ პრეს-მდივანი, ვინმე ეკატერინე კაზნინა კი აცხადებს, რომ მისთვის ასეთი შეხვედრის შესახებ ცნობილი არაა.
ებრალიძე-ბიწაძის შეხვედრას არც ბურჯანაძის პარტიაში ადასტურებენ. თუმცა, ჩვენ ყველას გვახსოვს როგორ ასავსავებდა ხელებს ნინო ანზოროვნა, არც მე და არც ჩემი მეუღლე უკრაინაში მამთაჯს არ შევხვედრივართო, მაგრამ მტკიცებულებების გამოქვეყნების შემდეგ იძულებული გახდა, ფაქტი დაედასტურებინა.
მართალია, ბურჯანაძეები ოპოზიციის ახალ ფულის ტომარასთან - ებრალიძესთან ბიწაძის გაგზავნას არ ადასტურებენ, მაგრამ „დრონი.ჯი“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ „საიდუმლო სერობის“ პიკანტურ დეტალებს.

კომენტარი