სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის?- პოლიტიკურ კულუარებში კანდიდატები ცნობილია

ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის? პოლიტიკურ კულუარებში და მედიაში რამდენიმე კანდიდატი უკვე ცნობილია.

გაზეთ „პრაიმ თაიმის“ დღევანდელი ნომრის ინფორმაციით არ არის გამორიცხული თბილისის მერის პოსტზე კენჭი არც მეტი არც ნაკლები მიხეილ სააკაშვილმა იყაროს. თუმცა ნაციოლნალური მოძრაობიდან მერობის პოსტზე სხვა კანდიდატებიც სახელდებიან: გიორგი ვაშაძე და უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე კვიტაშვილი. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ჯერჯერობით უცნობია მმართველი კოალიციიდან ვინ იბრძოლებს ქალაქის მერობისთვის, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ ამ დროისთვის ივანიშვილი პრემიერი აღარ იქნება და შესაბამისად უცნობია რა კონფიგურაციის იქნება ქართული ოცნება. „პრაიმ თაიმის“ ინფორმაციით შესაძლოა მერობისთვის თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილის მეგობარმა ლევან ვასაძემ იბრძოლონ. ერთ-ერთ კანდიდატად ასევე განიხილება „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც 19 სექტემბერს ძმასთან, მომღერალ გია გაჩეჩილაძესთან (უცნობი) ერთად სპორტის სასახლეში მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაციას დაესწრო. სასახლეში შესულ ძმებს დამსწრე საზოგადოების ნაწილი, მცირედი ტაშითაც კი შეხვდა. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, კულუარებში საუბრობენ იმაზე რომ მერობისთვის მისი პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგლა ბარამიძე იბრძოლებს, თუმცა ბარამიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. რაც შეეხება გიგი უგულავას, ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ის თბილისის მერობაზე კვლავ იყაროს კენჭი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100