ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი: „ვინც პრემიერთან ვახშმობს, ინფორმაციასაც ის აწვდის“

ლაშა ამირეჯიბი პრემიერმინისტრის გარემოცვის ოდიოზურ ფიგურებზე საუბრობს, რესპუბლიკელებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებას არცერთი მნიშვნელოვანი საქმე არ გაუხსნია და არც წართმეული საკუთრება დაუბრუნებია ვინმესთვის.
ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟთან ინტერვიუს ჟურნალი "რეიტინგი" აქვეყნებს:

"ვერ დავიჯერებ, პრემიერ-მინისტრისთვის ეს ყველაფერი სულერთი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება უკეთესობისკენ არ მიდის. მითხარით ერთი საქმე მაინც, რომელიც ამ ხელისუფლებამ გახსნა, ან საკუთრება დაუბრუნა ადამიანს, ვერ დამისახელებთ, რადგან არ მომხდარა", - აღნიშნავს "სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა.

”ხალხისთვის, უბრალო საზოგადოებისთვის არაფერი შეცვლილა, არც პოლიტპატიმრების მდგომარეობა გაუმჯობესებულა, თუმცა იმედი მაქვს, თანდათან დალაგდება. "რესპუბლიკელები" ვინ არიან, ყველამ ვიცით, მგონი, მაგრამ მათგან რა სიკეთეს უნდა ველოდოთ, არ ვიცი. მღვრიე წყალში, სადაც თევზს ეძებენ, რესპუბლიკური პარტია ძლიერდება. ამ პოლიტიკური ძალის გაძლიერება კი ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, რადგან მეც და ქართველმა საზოგადოებამაც კარგად იცის მათ მიერ განვლილი გზა. მაგრამ რას ვიზამთ, ვინც მასთან ერთად ვახშმობს, ის აწვდის ინფორმაციასაც", - ამბობს ლაშა ამირეჯიბი და ამატებს:

"ძალიან ცუდი ტენდენცია მკვიდრდება, რომ რასაც ბიძინა გვეტყვის, ყველამ უნდა შევისმინოთ".

კომენტარი