სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლოს ალბათ ხალხი იკითხავს - შოუ ვჭამოთ?!

დავით უსუფაშვილის განცხადებასა და გია ხუხაშვილის მიერ გრიგოლ ვაშაძის წერილის გასაჯაროებას ნაციონალური მოძრაობის წევრი მარიამ საჯაია ეხმაურება

"ოცნება" ვერ გამოვიდა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმიდან და თავს კვლავაც "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციად მიიჩნევს. ცდილობენ ხალხის ყურადღება გადართონ და მიიპყრონ კვლავ ემოციებზე გათვლილი შავი პიარით, ნაცვლად შეუსრულებელი დაპირებებისა. თუმცა საეჭვოა დიდხანს გასტანოს ამ ახალ-ახალმა ინექციებმა. ბოლოს ალბათ ხალხი იკითხავს - შოუ ვჭამოთ?! - წერს საჯაია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი თვის შემდეგ საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრ ალექსანდრე ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობდა. გია ხუხაშვილმა წერილის ასლები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე დაურიგა.

ვაშაძის წერილის გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დავით უსუფაშვილმაც „უახლოეს მომავალში საზოგადოება ყოფილი ხელისუფლების სხვა არაერთი შოკისმომგვრელი მიმოწერის შესახებ გაიგებს“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100