ლაშა ამირეჯიბი დააკავეს

სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი გახდა გარდაბანში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტი, ლაშა ამირეჯიბი ქვემო ქართლის „სუსის“ თანამშრომელს სამირ ხიალოვს სახლში მიეჭრა. ამირეჯიბი გარდაბნის კრიმინალურმა პოლიციამ ხულიგნობის ფაქტზე დააკავა. იგი რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

რა გახდა ამირეჯიბსა და ხიალოვს შორის აღნიშნული ინცინდენტის მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია.სასამართლო ამირეჯიბის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სავარაუდოდ დღეს გაიმართება.


კომენტარი