სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ პაატა ბურჭულაძეც შეუერთდეს

ორი ქველმოქმედი - ბიძინა ივანიშვილი და პაატა ბურჭულაძე სამების საკათედრო ტაძარში ანდრია კრიტერის სინანულის ლოცვას ერთად დაესწრნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერი და ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პატრიარქსაც ერთად, ლოცვის მიმდინარეობისას შეხვდნენ.

საკურთხეველში პატრიარქთან დაახლოებით 20 წუთიანი შეხვედრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა და პაატა ბურჭულაძემ ტაძარი უკომენტაროდ დატოვეს.

როგორც news.ge-ს ფონდ „იავნანას“ პრესსამსახურში განუცხადეს, პაატა ბურჭულაძე საქართველოში რომ ჩამოდის, პატრიარქს ყოველთვის ხვდება. დღესაც - ლოცვის შემდეგაც მასთან ერთად იმყოფებოდა. რაც შეეხება ბურჭულაძის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობას, „იავნანას“ პრეს-სამსახურს „მსგავსი არაფერი სმენია“.

„ქართულ ოცნებაში“ კი - პაატა ბურჭულაძესთან თანამშრომლობის ალბათობაზე ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. „მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, -უთხრა news.ge-ს „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

განახლებულია: 2.03.2012; 10:40.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ფონდ "იავნანას" პრესსამსახურმა განაცხადა, რო პაატა ბურჭულაძის თქმით, ივანიშვილთან მისი შეხვედრის დროს პოლიტიკური შეთავაზება არ მომხდარა და არც განხილულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100