სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

07:00 - სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის დარბევა დაიწყო - გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი გაზი

07:00 - სპეციალური დანიშნულების რაზმებმა, ე.წ. რობოკოპებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამ წუთებში რუსთაველის გამზირს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით წმენდენ. სპეცრაზმისგან ნასროლ მხუთავ აირს აქციის მონაწილეები საახალწლო შუშხუნებით პასუხობენ.

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც მომიტინგეების წინააღმდეგ წყალში გარეულ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს.

აღსანიშნავია, რომ წყლის ჭავლი საპოლიციო ძალებმა პირველ დეკემბერს, გამთენიისას მაშინ გამოიყენეს, როდესაც ტაბლო 6 გრადუს აჩვენებს.

ცნობისთვის, აქცია სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და მოქალაქეების დარბევის საჭიროება არ არსებობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100