თიბისი ლიზინგის და BMW-ს სპეციალური შეთავაზება - ისარგებლე განსაკუთრებული ფასდაკლებით და დაიბრუნე ღირებულების 20%
თიბისი ლიზინგის და GT Motors-ის საახალწლო შეთავაზების ფარგლებში ახალი
BMW-ს შეძენა 87 000 ლარამდე ფასდაკლებით შეგიძლიათ, ხოლო
6 თვიანი გადახდის შემდეგ ღირებულების 20%-ს დაიბრუნებთ.
შეთავაზება ვრცელდება თითქმის
მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი ლიზინგის გამარტივებული პირობებით ისარგებლებს.
„ ჩვენი
და GT Motors-ის
პარტნიორობა მრავალ წელს და საინტერესო პროექტს ითვლის. წელს გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო
შეთავაზების ფარგლებში დიდი ფასდაკლება და სპეციალური პირობა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის,
რაც 6 თვის შემდეგ საგარანტიო თანხის დაბრუნებას გულისხმობს. დამეთანხმებით, რომ BMW გერმანული ავტოწარმოების
ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია, შესაბამისად, მისი მოყვარულები განსაკუთრებული ლოიალობით
გამოირჩევიან, ამიტომ, ვფიქრობთ ჩვენი აქცია საინტერესო იქნება“ - ეკა ანჯაფარიძე,
თიბისი ლიზინგის ავტო მიმართულების ხელმძღვანელი.
„მოხარული
ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ
და შეიძინონ BMW-ს საყვარელი მოდელები, მათ შორის X5, X6, X7, სედანები და სრულიად
ახალი X2. აქცია ასევე ვრცელდება BMW-ს სრულად M სერიის ავტომობილებზე. მიმდინარე შეთავაზება
არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც თიბისი ლიზინგთან თანამშრომლობით განხორციელდა.
ტესტ-დრაივი შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით ჩვენს შოურუმში. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ
პირს, გაეცნონ BMW-ს მოდელების დინამიკასა და პრემიუმ ხარისხს“, - თამუნა დიასამიძე,
BMW-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კომენტარი