28 ნოემბერს ევროპარლამენტი საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს - იოზვიაკი
“ევროპის პარლამენტი 28 ნოემბერს საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს“ - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
იოზვიაკის თქმით, მთავარია, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია [მთავრობას] ახალი არჩევნების ჩატარებისკენ.
ევროპის პარლამენტი 28 ნოემბერს საქართველოზე არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს. მთავარი, რასაც უნდა ველოდოთ არის ის, მოუწოდებს თუ არა რეზოლუცია [მთავრობას] ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. საუბრობდნენ იმაზეც, დაესწრებოდა თუ არა ზურაბიშვილი სხდომას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა“, - წერს იოზვიაკი.
კომენტარი