სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთმა ამერიკულ უპილოტოებს ებრაული არჩია

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ, უპილოტო საფრენი აპარტების ტენდერში გამარჯვებული ქვეყანა დაასახელა. ფრანგი სამხედროებისათვის, ებრაულ Heron TP–ებს შეიძენენ. მათ ამერიკულ MQ-9 Reaper–ს მკაცრ კონკურენტულ პირობებში აჯობეს. ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო, მოძველებული Heron - Heron 1–ის ჩანაცვლებას აპირებს. თუ რამდენი საფრენი აპარატის შეძენას გეგმავს ფრანგული მხარე, ჯერჯერობით, უცნობია. არ ასახელებენ თანხასაც. Heron TP–ს შეუძლია ჰაერში 36 საათი გაჩერდეს. ტვირთამწეობა ორი ტონაა. სიგრძე 14 მეტრი აქვს ხოლო ფრთების სიგანე 26 მეტრი. შესაძლებელია მისი აღჭურვა რაკეტებითა და ბომბებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100