უკრაინამ კრასნოდარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინამ კრასნოდარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინამ კრასნოდარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. კერძოდ, ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში, კრასნოდარის ოლქის ქალაქ ტუაფსეზე უკრაინელებმა დრონებით იერიში მიიტანეს.

უკრაინული მხარის ცნობით, დარტყმის სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

რუსული წყაროები კი აცხადებენ, რომ დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.