გერმანია კიევისთვის უკრაინული სადაზვერვო დრონების წარმოებას დაიწყებს, რისთვისაც 34 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანია კიევისთვის უკრაინული სადაზვერვო დრონების წარმოებას დაიწყებს, რისთვისაც 34 მილიონ ევროს გამოყოფს. Politico წერს, რომ პროექტს გერმანული Wingcopter-ისა და უკრაინული Shadow Flytech-ის ერთობლივი საწარმო განახორციელებს. გარდა ამისა, მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ბუნდესვერი უკრაინულ საბრძოლო მართვის სისტემა „დელტას“ დანერგავს, მომავალ წელს კი ბერლინი კიევის მხარდასაჭერად, უპირველესად საჰაერო თავდაცვისთვის, 11.6 მილიარდ ევროს გაითვალისწინებს.
პარალელურად, Politico-ს მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებაზე დაყრდნობით, გერმანია 2027 წელს ბუნდესვერის ისტორიაში პირველი დრონების პოლკის ჩამოყალიბებას იწყებს. ბერლინი ათასობით დრონის შესაძენად დაახლოებით 150 მილიონ ევროს გამოყოფს, არსენალში კი შევა როგორც უკრაინული სისტემები, ისე გერმანული Vector და ამერიკული Perennial Autonomy-ს დრონები.