თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში '“თბილისობა'' გაიმართება

8 ნოემბერს, ნიუ-იორკში „თბილისობა“ ჩატარდება, რომელიც კონი-აილენდზე ათასობით სტუმარს გააერთიანებს. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია თიბისი. 

„თბილისობა“, აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაზიარების, თანამემამულეებთან შეხვედრისა და სამშობლოსთან ემოციური კავშირის შენარჩუნების განსაკუთრებული შესაძლებლობაა.  

ნიუ-იორკში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდება. 

თიბისიმ ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით - ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები.  

თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს. 

მისამართი: Amphitheater at Coney Island, 3052 W 21st St. Brooklyn, NY 11224 United States