"რუსეთის შეტევები ბრძოლის ველზე თითქმის ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს"

"რუსეთის შეტევები ბრძოლის ველზე თითქმის ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს"

"რუსეთის შეტევები ბრძოლის ველზე თითქმის ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს" - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გამოცემა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვენსმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შესწავლისას მისთვის აშკარა გახდა, რომ უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძვირადღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება. მან დასძინა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინელებმა მაქსიმალურად უნდა გაამახვილონ ყურადღება თავდაცვაზე, მოლაპარაკებების პარალელურად.