"რუსეთის ახალი მუქარები სხვა არაფერია, თუ არა უსირცხვილო შანტაჟი"
"უკვე ოთხ წელზე და სამ თვეზე მეტია, რაც რუსეთი უკრაინის დედაქალაქის წინააღმდეგ სასიკვდილო რაკეტებისა და დრონების მთელ სპექტრს იყენებს. დარტყმები პრაქტიკულად არცერთი კვირით არ შეწყვეტილა. ამ ფონზე, რუსეთის ახალი მუქარები სხვა არაფერია, თუ არა უსირცხვილო შანტაჟი.
მოსკოვი ფაქტობრივად აღიარებს, რომ მისი დაბომბვები მიმართულია, მათ შორის, უცხოური დიპლომატიური კორპუსის დასაშინებლად. ეს მტკიცებულება ღირებული საბუთი გახდება აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებში" - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეოს გუშინდელ განცხადებაზე.