ხამენეის დაკრძალვა ისრაელისთვის მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის ოქროს საბადოა

ხამენეის დაკრძალვა ისრაელისთვის მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის ოქროს საბადოა

ხამენეის დაკრძალვა ისრაელისთვის მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის ოქროს საბადოა.

ინფორმაციას Telegraph ავრცელებს და წერს, რომ მრავალდღიან სამგლოვიარო ცერემონიაზე, რომელსაც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და ჩინეთის მაღალჩინოსნები ესწრებიან, თვეების განმავლობაში იატაკქვეშეთში ყოფნის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, აჰმად ვაჰიდი. მათივე ცნობით, დაკრძალვამ რეჟიმის ყველაზე მაღალი რანგის ფიგურები და მარიონეტული ლიდერები, შესაძლოა, უპრეცედენტო დაკვირვების სამიზნედ აქციოს

დაზვერვის სფეროს ექსპერტმა რონენ სოლომონმა Telegraph-ს უთხრა, რომ ცერემონია ისრაელის დაზვერვისთვის ინფორმაციის შეგროვების კარგ საშუალებას წარმოადგენს, რადგან მაღალჩინოსნები, რომლებიც მას ესწრებიან, "კვალს დატოვებენ".