"ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან კარგად ვურთიერთობთ"
"ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან კარგად ვურთიერთობთ. ირანმა გრძელი გზა გაიარა. ვფიქრობ, რომ ისინი კარგად არიან“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
დღეს აშშ-მა და ირანმა კატარის დედაქალაქ დოჰაში ტექნიკური მოლაპარაკებები გამართეს, რათა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაკადების მოძრაობაზე შეთანხმებას და ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტის უზრუნველყოფას მიაღწიონ.