უკრაინამ ყირიმის ხიდს ამ თვეში უკვე მესამედ დაარტყა
უკრაინამ ყირიმის ხიდს ამ თვეში უკვე მესამედ დაარტყა. ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება. მათი ცნობით, დარტყმა სარკინიგზო ნაწილზე განხორციელდა.
„ყირიმის ხიდზე მორიგი თავდასხმის შედეგად მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. ყველა პასუხისმგებელი სამსახური თავის ადგილზეა. მიმდინარეობს მიყენებული ზარალის შეფასება. დამატებითი ინფორმაცია შემოსვლისთანავე გავრცელდება. გთხოვთ, ენდოთ მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს და არ გაავრცელოთ გადაუმოწმებელი ცნობები“ - წერს ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი.
ყირიმის ხიდზე შეტევა იყო 16 და 17 ნოემბერსაც.