"გაკვირვებული ვარ, ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყანაში, ეკლესიაში და თქვენ გინდათ მე ახლა სხვა მიმართულებით წამიყვანოთ?"

"გაკვირვებული ვარ, ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყანაში, ეკლესიაში და თქვენ გინდათ მე ახლა სხვა მიმართულებით წამიყვანოთ?"

"ვფიქრობ, მოაზროვნე ადამიანები თვითონ გააკეთებენ დასკვნას - ვინ ვის ლობირებს და ვინ ვის რას ჩუქნის, ვერ გეტყვით. თითოეული ადამიანი ფლობს იმ უნარს, რომ დასკვნები გააკეთოს. საპატრიარქო არჩევნები თვისობრივად უნდა განსხვავდებოდეს სხვა არჩევნებისგან. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა, მისმა ხვალინდელმა დღემ და მომავალმა. როგორ მოხდება ეს, ადამიანების გონიერებაზეა დამოკიდებული. არა მარტო ღვთის წყალობაზე, ჩვენც დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს…

გაკვირვებული ვარ, ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყანაში, ეკლესიაში და თქვენ გინდათ მე ახლა სხვა მიმართულებით წამიყვანოთ? მეუფე [ზენონი] თუ ამბობს, ეს მისი აზრია, რა თქმა უნდა, მე ამაზე რა უნდა გითხრათ. იმდენად მნიშვნელოვან პროცესში ვართ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღირსეულად წარიმართოს და ეს მაგალითი იყოს ერისთვისაც ერთგვარი. ტესტს ვაბარებთ ახლა ჩვენ, რამდენად ღირსეულად გავივლით ამ რთულ მონაკვეთს ჩვენი ეკლესიისთვის და მართლაც ურთულესი მონაკვეთია" - პატრიარქობის კანდიდატი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.