"საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, რეალურია, მათ შორის რუსეთის მხრიდან"
"თუ 2025 და 2026 წლებს ერთობლივად შევხედავთ, ეს არის 258 მილიარდი დოლარის დამატებითი ინვესტიცია და ეს ტენდენცია გრძელდება... ჩვენ ინვესტიციას ვდებთ საკუთარ უსაფრთხოებაში და უზრუნველვყოფთ, რომ გვქონდეს ყველაფერი, რაც ჩვენი საზოგადოებების დასაცავად დღეს და ხვალ გვჭირდება, რადგან საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, რეალურია, მათ შორის რუსეთის მხრიდან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. ახლა უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის თავისი შეიარაღებული ძალების სიმამაცის, თავდადებისა და გამჭრიახობის წყალობით.
მაგრამ მათ სჭირდებათ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საჰაერო თავდაცვას ეხება. ნატოს ყველა მოკავშირემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, რათა უკრაინის მხარდაჭერა კვლავაც შეუფერხებლად გაგრძელდეს" - განაცხადა NATO-ს ხელმძღვანელმა, მარკ რუტემ ანკარაში.