სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წერენ ცნობილი ქართველები ივანიშვილის მიერ ფიროსმანის ნახატის შეძენასთან დაკავშირებით?

ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა“ 800 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძინა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების აზრები გაიყო. გთავაზობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რამდენიმე სტატუსს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით

ალეკო ელისაშვილი: ფიროსმანის "არსენალის მთის" ამბავი მე პირადად მაგრად მომეწონა. რაღაცნაირი "შტუკა" იყო, ხოშიანი. ეხლა არსენალზე პანორამა რომ გადაიტანოს და ცეკავშირის ადგილი საფეხმავლო მოედნისთვის ქალაქს აჩუქოს - აი, ეგ იქნება ჩემი თბილისური ოცნების ახდენა (მირზა შაფს მოვუვლით!)

ნიკა გვარამია: ამ ქვეყანას მოშორდეს და იქეთ ვუყიდი ფიროსმანს. თუ უნდა, ორს.

გოგა ხაჩიძე: მოქალაქე ივანიშვილმა, ნახატი - „არსენალის მთა ღამით" შეიძინა 1.5 მილიონად. კახა კალაძემ კი - ნამდვილი არსენალის მთა იყიდა 38 მილიონად. კალაძე, შენც დალოდებოდი დაღამებას შე კაცო, რას გაიკოტრე თავი!

კახი კალაძის ფეისბუქ სტატუსი აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=9&AID=21403

სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მიხარია!!! მივესალმები ამ დიდ ქართულ საქმეს : კომუნისტენბის მიერ გატანილ (ფრანგ კომუნისტებისთვის ნაჩუქარ) და ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილ ფიროსმანის ნახატის საქართველოში დაბრუნებას. მართლაც მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა და ვიმედოვნებ რომ ამ გვარად გამდიდრებული ჩვენი ეროვნულ მუზეუმის კოლექცია წარდგება განახლებულ ფიროსმანის გამოფენით ახლო მომავალში.... ამავე დროს ცუდად მენიშნა ქვემოდ მოტანილი წარწერა: მგონი საელჩოს საქმეა და კულტურის სამინისტროსი რომ დროულად გააგებიბონ "Christies" რომ ფიროსმანი ქართველი მხატვარია და "Russian art" ში არ იწერება არცერთ მონაცემით!

ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა და საკუთარი პოზიცია არგუმენტებით დაასაბუთა საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ.

მგონი - ვიმეორებ - მგონი მთლად ჩვეული Publicity Stunt, ანუ "ტრიუკი" გააკეთა ჭორვილელმა კოლექციონერ/ინვესტორმა - თვითონვე "გაყიდა", და თვითონვე "იყიდა." ანუ ერთი ცენტის დაუხარჯავად მოიპოვა სახელი როგორც ფიროსმანის "საქართველოში დამბრუნებელმა", რაც თავისთავად მაინცადამაინც კარგი არაა და აი რატომ:

იმისთვის, რომ ფიროსმანი მსოფლიომ კარგად გაიცნოს, საჭიროა რომ ძალიან ცნობილ მუზეუმებს ჰქონდეთ მისი ტილოები. ანუ, იმაზე იყო სამუშაო, რომ რომელიმე დიდ მუზეუმს ეყიდა ეს ნახატი და ამით ფიროსმანის ცნობადობა და ფასი აწეულიყო. ეს კი სასწრაფოდ უკან დააბრუნეს, ვითომც ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო, რაც ასე სულაც არაა.

მაგრამ, რახან ასე მოხდა, მაშინ ივანიშვილიმა გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს და დასაჯერებელი იქნება მისი ეს "ყიდვა" - თუ მართლა ასეთ Santa Claus-ია, მაშინ გადასცემს მუზეუმს და საკითხიც ამოიწურება.თუ ასე არ ქნა - მაშინ ის საკუთარ ამპლუაშია. ანუ, აფერისტობს.

P.S. როგორც ერთხელ ერთ გადაცემაში აღნიშნა (რომელშიც თქვა რომ "დასვა მთელი მოსკოვი კონტემპორარზე") ასე გაკეთებული აქვს რამდენჯერმე რომ ფასი აეწია საკუთარ მფლობელობაში მყოფ ნახატებზე თვითონვე გაყიდვა-ყიდვით.“ - წერს რურუა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100