სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძის კომენტარი ივანიშვილის მიერ ფიროსმანის ნახატის შეძენასთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა“ 800 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძინა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების აზრები გაიყო, ნახატის გარშემო ატეხილ ხმაურს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვიცეპრემიერი კახი კალაძე.

“ჩვეულებრივი, ადეკვატური მოქალაქის რეაქცია-სიხარული, რომ ერთერთი “ფიროსმანი” საქართველოში დაბრუნდა, გადაიფარა გაკვირვებით-რა უნდა ზოგიერთ სუბიექტს, რა შეიძლება ჩვენს ქვეყანაში-ჩვენს საერთო სახლში მოხდეს ისეთი, რომ გაიხარონ და გაითავისონ?!.

ეს რეაქციები--რასაც ვუყურებ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ წარსულში ჩარჩენილ ამ ადამიანებს სახელმწიფოებრივი აზროვნება ანულირებული აქვთ და ანგარებითი, სათავისო ხედვა აქვთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული მოვლენების მიმართ : ცუდი უხარიათ, კარგი სწყინთ.

ეს კიდევ ერტხელ ადასტურებს, როგორ ვიწროდ ხედავდნენ და მხოლოდ სათავისო სარგებლისთვის აღიქვამდნენ ამ ქვეყანას- ნაციონალების პირადი მოხმარების სახელმწიფო. იმიტომაც განიცადეს პოლიტიკური კრახი , რასაც აღრმავებენ თავისი არანორმალური რეაქციებით ნებისმიერ მოვლენაზე.

მე, ბევრი ჩემი მეგობარი ყურადღებას აღარ ვაქცევთ მათ პოლიტიკურ აქტიურობას- წარსულია. მაგრამ თავისი ანტისაზოგადოებრივი რეაქციებით მუდმივად ახერხებენ ყურადღების მიპყრობას და ყველას გაკვირვებას.” – წერს კალაძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100