სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ციფრები შოკში ჩაგაგდებთ. რამდენს ხარჯავენ ვარსკვლავები სილამაზის სალონში?

ცნობილი ლამაზმანების ფოტოებისა და ვიდეობის ცქერისას რიგითი ქალბატონები ხშირად ამბობენ ან ფიქრობენ „ამდენი ფული მქონდეს, მეც ვიქნებოდი მასავით ლამაზი“ ან „ამდენი ფული მქონდეს და მე უფრო ლამაზი ვიქნებოდი“

არ ვიცით გაგიკვირდებათ თუ არა, მაგრამ მათ ფიქრებში სიმართლის მარცვალი კი არა მარცვლები ბლომადაა, რადგან მსოფლიო დონის ლამაზმანებს საკუთარი გარეგნობა მართლაც ძალიან ძვირი უჯდებათ, რაც სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალმა კოსმოპოლიტანმა გაასაჯაროვა.

გამოცემის ინფორმაციით:

რიანა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ თმას, ის არა მხოლოდ იჭრის, იღებავს და ივარცხნის, არამედ ინერგავს კიდეც თმას და ეს ყველაფერი კვირაში 16 ათასი დოლარი უჯდება. ცნობისთვის თმის გადანერგვა უცხო არაა არც ნაომი კემბელისთვის, რომელსაც ამ კუთხით რიანაზე ბევრად უფრო მწვავე პრობლემები აქვს.

გარდა ამისა რიჰანას კანის მოვლაც არ უჯდება იაფი, 27 წლის მომღერალი კანის გაწმენდასა და ლიფტინგში კოსმეტოლოგს ყოველთვიურად 50 ათას დოლარს უხდის.

კიმ კარდაშიანზე ამბობენ მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ თავის მოვლის საშუალებებისთვის ფული გამოიმუშავოსო. რეალითი შოუს ვარსკვლავს ყოველთვიურად 20 ათასი დოლარის ღირებულების მხოლოდ კოსმეტიკა სჭირდება.

დროის უმეტეს ნაწილს კიმი სილამაზის სალონში ატარებს, ჰყავს ძვირადღირებული პირადი ვიზაჟისტი, ყოველთვიურად იკეთებს წამწამების კორექციას და სხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, რაც მას თვეში 5 ათასი დოლარი უჯდება. ამ თანხაში რათქმაუნდა არ შედის პლასტიკური ქირურგიის ხარჯები. გარდა ამისა კიმის ყოველდღიური ვარცხნილობის ღირებულება 500 დოლარი გახლავთ.

იაფი არ ჯდება არც ინგლისის პრინც უალიამის მეუღლის, კეიტის გარეგნობაც. ბრიტანეთის მომავალი დედოფალი, რომელმაც ტანისამოსზე ეკონომიის გაკეთების გამო ინგლისელების შექება არაერთხელ დაიმსახურა, კოსმეტოლოგზე, ვიზაჟისტზე, ვარცხნილობასა და კბილების გათეთრების პროცედურებზე ფულს ნამდვილად არ ზოგავს და ეს ყველაფერი მას ყოველთვიურად 40 ათასი დოლარი უჯდება.

სერიოზულ ციფრს აღწევს სილამაზისთვის ანჯელინა ჯოლის მიერ ყოველთვიურად დახარჯული თანხაც. მსოფლიოს ნომერ პირველ ლამაზმანს საკუთარი გარეგნობა დაახლოებით 85 ათასი დოლარი უჯდება. ყოველკვირეულად ჯოლის 15 ათასი დოლარი ვარცხნილობასა და მაკიაჟზე ეხარჯება, 25 ათასი დოლარი კი დერმატოლოგსა და კანის მოვლა-მკურნაობის ძვირადღირებულ წამლებზე, რადგან მსახიობს კანთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

შედარებით მოკრძალებულია 46 წლის მომღერალი გვენ სტეფანი, რომელსაც თავის მოვლა თვეში მხოლოდ 4 ათასი დოლარი უჯდება და ისიც იმიტომ რომ გვენი მანიკურის ფანატია და ფრჩხილების მოვლა კვირაში 900 დოლარი უჯდება. რაც შეეხება პარიკმახერსა და ვიზაჟისტს ისინი ყოველთვის სახლში მიდიან მომღერალთან, რადგან გვენს სალონში წასვლაზე დროის დაკარგვა არ უყვარს.

თვეში 25 ათას დოლარს ხარჯავს საკუთარ გარეგნობაზე გვინეტ პელტროუ, რომელიც დიდ დროს უთმობს მასაჟებს, პლაზმოლიფტინგსა და თმის აღდგენით-გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

მოკრძალებულობითა და ეკონომიურად ცხოვრების სიყვარულით განთქმული ჯენიფერ ენისტონი მხოლოდ აუცილებელ პროცედურებს იტარებს, მასაჟისტი, კოსმეტოლოგი, სტილისტი და მაინც ეს ყველაფერი მსახიობს 10 ათასი დოლარი უჯდება.

პაპარაცული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რთულია დაიჯერო, რომ ოდესღაც თინეიჯერების ნომერ პირველი კუმირი ბრიტნი სპირსი საკუთარ გარეგნობაზე დიდ ფულს ხარჯავს, მაგრამ როგორც ცნობილია ბრიტნის მხოლოდ დეკორატიული კოსმეტიკა თვეში 35 ათასი დოლარი უჯდება, სხვა პროცედურებზე ბრიტნის მიერ დახარჯული თანხები უცნობია, მაგრამ მფლანგველი ვარსკვლავების სიაში მისი შეყვანისთვის ეს ციფრიც საკმარისი აღმოჩნდა.

წლების წინ ვიკტორია ბექემის გარდერობის დათვალიერების შემდეგ, ბრიტანული მედია წერდა, რომ ერთი აფრიკული სოფლის გამოსაკვებად ვიკის ჩანთების კოლექციის გაყიდვა საკმარისი იქნებოდა, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისის ბექემი არც სხვა რაიმეში დაზოგავს ფულს. ყოფილი მომღერალი და ამჟამად დიზაინერი კანის პრობლემებს უჩივის, რის გამოც ყოველთვიურად დერმატოლოგის მომსახურებაში 60 ათას დოლარს იხდის.

თავის მოვლისთვის ფული არ ენანება არც მის მეუღლეს, დევიდ ბექემს, რომელიც ყოველთვიურად მინიმუმ 8 ათას დოლარს ხარჯავს საკუთარ გარეგნობაზე, აქედან 2 ათასი სპორტდარბაზში იხარჯება, 6 ათასი კი ვარცხნილობაზე. გარდა ამისა 40 წლის სექსიმბოლო არც კოსმეტოლოგის მომსახურებაზე ამბობს უარს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100