სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საქართველოში, 2 ივნისს აქციები ისევ დაიგეგმა

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საქართველოში, 2 ივნისს აქციები ისევ დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას შარშანდელი აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ

„2 ივნისს, 18:00 საათზე, ტარდება აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.

თბილისში - მთავრობის კანცელარიის შენობის წინ (ინგოროყვას ქ. 7)
ქუთაისში - პარლამენტის შენობის წინ (აბაშიძის ქ. 5)
ბათუმში - ევროპის მოედანზე
ბერლინში (გერმანია) - Görlitzer Park, Görlitzer Straße, Berlin
ნიუ იორკში (აშშ) - Prospect Park W & 9th St, Brooklyn, NY 11215
კინაში (შვედეთი) - Fritslavägen #8, Resecentrum, Kinna.

ასევე სამტრედიაში, ბოლნისსა და ბაღდათში.

პირველი აქციიდან (http://bit.ly/RQ1wW0) ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირება და მოვითხოვოთ მისი შესრულება (http://on.fb.me/1lC7OBa).

ჩვენ ვთვლით, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ცივილიზებული სახელმწიფოები უარს ამბობენ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმის პრაქტიკაზე, ხოლო გაეროს გლობალური კომისია გაეროს წევრ ქვეყნებს მკაფიოდ მოუწოდებს ნარკოკანონმდებლობის შემსუბუქებისკენ, საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უნდა შეწყვიტოს მარიხუანას მოხმარების გამო საკუთარი მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა და შეურაცხყოფა.

მოგიწოდებთ ყველას, ვინც თვლის, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა დაუშვებელია, 2 ივნისს, 18:00 საათზე გამოხვიდეთ თქვენ ქალაქებში და მოითხოვოთ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია.“ - ნათქვამია განცხადებაში

ფოტოები შარშანდელი აქციიდან იხილეთ შემდეგ ლინკებზე:

http://droni.ge/?m=6&AID=16034

http://droni.ge/?m=3&AID=16036

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100