რუსული შოუების ტრიუმფატორი ქართველი გოგონა იურმალაზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვა
მუსიკალურ კონკურს იურმალაზე, წელს საქართველოს ორი კონკურსანტი წარადგენს და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს სახელით ორი მომღერალი იასპარეზებს.
ერთ-ერთი მონაწილე, როგორც უკვე იცით მომღერალი გიორგი ნადიბაიძეა, მეორე კი ბათუმელი გოგონა ალისა დანელია.
ალისას ქართველი მსმენელი კარგად არ იცნობს, თუმცა გოგონას რუსული მუსიკალური პროექტებიდან მაყურებელი უკვე მოხიბლული ჰყავს.
საკუთარ თავსა და კონკურსთან დაკავშირებულ თემებზე დრონი.ჯი ალისას პირადად გაესაუბრა.
ალისა დანელია: მე ვარ ალისა დანელია 23 წლის. წარმოშობით ვარ მზიანი ბათუმიდან. წელს მე მივდივარ "ახალი ტალღა 2016 -ზე" რომ წარმოვადგინო ჩვენი ულამაზესი ქვეყანა-საქართველო!
კონკურსისთვის მოსამზადებლად მე მეხმარება ჩემი ოჯახი. ისინი ყველანაირად მიჭერენ მხარს. მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია, განსაკუთრებით ეს ეხება მუსიკალური მასალის ამორჩევას და უკვე ზაფხულში ჩვენ მოგვამზადებს ახალი ტალღის დიდი გუნდი, და პატივცემული ალექსანდრე რევზინი ჩაატარებს უდიდეს სამუშაოს თითოეულ მონაწილესთან და მე მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს.
მე ადრეული ასაკიდან ვადევნებ თვალყურს ამ კონკურსს და ეს პორველი შემთხვევაა როდესაც საქართველოს წარმოწჩენს 2 მონაწილე, მე და ქართული "voice-ის" გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე. ძალიან მინდა ან მე ან გიორგიმ გავიმარჯვოთ. მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით, რომელიც არის მდიდარი ტალანტებით.
სოჭში ჩვენ ვიქნებით 16 მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ყველა მონაწილე არის ძალიან ძლიერი და ნიჭიერი და ყველას აქვს მოგების შანსი, მაგრამ მე გავაკეთებ ყვრლაფერს იმისათვის, რომ ჩამოვიტანო გამარჯვება სახლში, ჩემს საქართველოში!!!
დაე იყოს მუდამ მზე!
კომენტარი