სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 ულამაზესი მხატვრული ფილმი მოგზაურობაზე, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს პერსონაჟების ცხოვრება

droni.ge კინომოყვარულებს ხშირად სთავაზობს სხვადასხვა სტილის ფილმების ათეულებს და როგორც ვატყობთ ჩვენს მკითხველს მსგავსი სტატიები ძალიან მოსწონს, სწორედ ამიტომ დღეს კარგი ფილმების კიდევ ერთ ნაკრებს შემოგთავაზებთ.

მაშ ასე, ქვემოთ ჩამოთვლილია15 საუკეთესო მხატვრული ფილმი მოგზაურობაზე, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს პერსონაჟების ცხოვრება.

A Perfect Getaway - ეს გახლავთ ახალგაზრდა წყვილის ისტორია, რომლებიც თაფლობის თვის გასატარებლად ლამაზ კუნძულზე მიემგზავრებიან. ფილმში მთავარ როლს ულამაზესი ლივ ტაილერი ასრულებს.

The Edge - გენიალური ფილმი იმის შესახებ თუ როგორ ავლენს საკუთარ თავსა და ხასიათის სიმტკიცეს ადამიანი რთულ სიტუაციაში. მასში მთავარ როლებს ლეგენდარული ენტონი ჰოპკინსი, ულამაზესი ელ მაკფერსონი და 90-იანების სექსიმბოლო ალეკ ბოლდუინი ასრულებენ.

Taken 2 - ეს გახლავთ ცნობილი ფილმის, მძევლის მეორე ნაწილი. პირველ სერიაში მამა იბრძვის ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალიშვილის გადასარჩენად ახლა კი გოგონას თავად მოუწევს გახდეს გმირი.

Point Break – 2015 წელს გადაღებული ამ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის შინაარსი თითქოს ბანალურია, FBI-ს აგენტი იღებს დავალებას, ის არანორმალურ ექსტრემალებს უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა მოვლენები ისე ვითარდება, სიტყვა ბანალური არც კი გაგახსენდებათ.

Cast Away - ეს გახლავთ 21-ე საუკუნის რობიზონ კრუზოს ისტორია, რომლის როლსაც ტომ ჰენკსი ასახიარებს.

Into the Wild - ფილმი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სხვადასხვა ასაკისა და შეხედულებების მქონე მილიარდობით ადამიანზე და გამოსვლის დღიდან განხილვისა საგანია კინომოყვარულებში.

Leap Year - ეს ფილმი კარგად არის ნაცნობი რომანტიული მელოდრამების მოყვარულთათვის. შეყვარებული გოგონა მიდის უცხო ქვეყანაში, რათა საყვარელ მამაკაცს მასზე დაქორწინება შესთავაზოს, თუმცა შორეულ ირლანდიაში ის თავის გატანას მარტივად ვერ შეძლებს.

The Painted Veil - მე–XX საუკუნის ოციანი წლები, ახალგაზრდა ექიმი და მისი მოღალატე ცოლი, კიტი, მიემგზავრებიან ჩინეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში ქოლერას ეპიდემიასთან შესაბრძოლებლად, სადაც მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები ელით.

Kon-Tiki - ბიორგაფიული დრამა 1947 წლის კონ-ტიკის ექსპედიციის შესახებ. გადაღებულია 2012 წელს დანიის, ბრიტანეთისა და ნორვეგიის კინემატოგრაფების მიერ.

The Physician - მედიცინით დაინტერესებული ბიჭის მოგზაურობა, რომელიც ინგლისიდან პერსიამდე ჩავა, ბევრ კარგ, ცუდ, საინტერესო და მტკივნეულ ფაქტს გადაიტანს და ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ გაიგოს მეტი ადამიანთა მკურნალობის მეთოდებზე.

The Best Exotic Marigold Hotel - ბრიტანულ-ინდური ისტორია, მოხუცებზე, რომლებიც ეძებენ თავშესაფარს და აღმოაჩენენ ახალ სამყაროს, სადაც მიხვდებიან, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება არასოდეს არ არის გვიან.

Midnight in Paris - 1920 წელი. ახალგაზრდა ოჯახი ბიზნესის დასაწყებათ გადადის პარიზში საცხოვრებლად, სადაც ბევრი ახალი აღმოჩენა ელით.

To Rome with Love - ეს არის კომედია, სადაც შევხვდებით ადგილობრივ იტალიელებს, ამერიკელებს, ტურისტებს და ვიხილავთ მათ თავგადასავლებს…

The Darjeeling Limited - სამი მოსულელო ძმა, რომლებიც ერთმანეთს მამის გარდაცვალების შემდეგ მთელი წელი არ ელაპარაკებოდნენ აღმოჩნდებიან მატარებელში, გზაში ისინი იწყებენ კინკლაობას, რის გამოც უდაბნოში ჩამოსვავენ სამივეს და აქ იწყება თავგადასავალი.

The Good Dinosaur - ანიმაციური ფილმი, რომელიც ამ სიაში შემთხვევით არ მოხვდა, რადგან ეს გახლავთ პატარა კეთილი დინოზავრისა და ბიჭუნას მოგზაურობა, რომელიც ისე საოცრადაა გაფორმებული დისქავერის დოკუმენტურ ფილმებსაც კი არ დაუდებს ტოლს.

ასევე იხილეთ: 10 ფილმი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

15 კეთილი ფილმი, რომელიც ზამთრის ცივ საღამოებს გაგითბობთ

პირველი 5 ფილმი, რომლის ნახვასაც გირჩევთ

მეორე 5 ფილმი რომლის ნახვასაც გირჩევთ

მესამე 5 ფილმი რომლის ნახვასაც გირჩევთ

10 ფილმი მათთვის ვისაც მოსწონს შთამბეჭდავი ფინალი

6 ფილმი, რომლებიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100