„ბევრად უკეთესია ცხოვრება შენს გარეშე“ - ლიზა ყენია და გიორგი ბრეგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ
ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრეგვაძე დაშორდნენ.
წყვილმა დიდი ხანია წაშალა სოციალური ქსელიდან ერთად გადაღებული ფოტოები. თან მომღერალმა
იმიჯიც შეიცვალა და ახალ ფოტოებს ასეთი მინაწერი გაუკეთა: „ბევრად უკეთესია ცხოვრება
შენს გარეშე“.
შეგახსენებთ, რომ ლიზა გიორგი ბრეგვაძეს დაახლოებით ერთი წლის წინაც ხვდებოდა. შემდეგ დაშორდა, მერე კვლავ შეურიგდა, თუმცა, როგორც ჩანს, შერიგებამ დიდხანს მაინც არ გასტანა და წყვილი კვლავ დაშორდა ერთმანეთს.
გეტყვით იმასაც, რომ ლიზას აწ
უკვე ყოფილი, სიმპათიური შეყვარებული თიკა ჯამბურიას ყოფილიცაა. გიორგი
სწორედ ის ბიჭია, რომელმაც თიკასთან ურთიერთობის შემდეგ განაცხადა, რომ მომღერალს უყვარდა და უარს ვერ ეუბნებოდა. ამ ინტერვიუმ დიდი სკანდალი გამოიწვია. ამის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, გიორგიმ კი ურთიერთობა ლიზასთან დაიწყო.
კომენტარი