"მოგმართავთ ყველას ვინც 5 წელია ჩემ ცხოვრებაში უშნოდ იქექებით" - თიკა ჯამბურია შეყვარებულის განცხადებას ეხმაურება

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა საიტმა თიკა ჯამბურიას შეყვარებულთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გიორგი ბრეგვაძე უარყოფდა მომღერლის სიყვარულს. გამოქვეყნებამდე ჯამბურიამ და ბრეგვაძემ ინტერნეტ-გამოცემის ჟურნალისტს მიწერეს და სტატიის წაშლა თხოვეს. მომხდართან დაკავშირებით მომღერალმა დღეს მიმართვა გააკეთა:
"თხოვნა-განცხადეებაამ ყველაფერს არ დავწერდი უკვე მარაზმში და არა ადამიანურ მოპყრობაში რომ არ გადასულიყო ....მოგმართავთ ყველა ჟურნალისტს, დიდი თხოვნით და განსაკუთრებით პრაიმ ტაიმის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე 5 წელია ჩემ ცხოვრებაში უშნოდ იქექებით.... გავიხსენებ 5 წლის წინ მომხდარ ფაქტს როდესაც თქვენი დიდი ჩარევით და დახმარებით ოჯახი დამენგრა ... ეს არ იკმარეთ და მას შემდეგ ყველა ჩემ მეგობართან გადაღებულ ფოტოებზე წერთ რომ ჩემი მეორე ნახევარიაა... უკვე მარაზმში იზრდება ეს ყველაფერი.არასოდეს არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია არც ერთ ჟურნალისტთან არ მიუზრდელია და მიუხეშია პირიქით ყველასთან გულწრფელი და მაქსიმალურად კარგი განწყობით ვიყავი.... მაგრამ დღეს რაც მოხდა ეს უკცე მეტის მეტია ! არ ღირს ადამიანებო 20 ლარიანი ბონუსის გამო ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოთ, მე ოჯახი მყავს რომელსაც ვუფრთხილდები, მყავს მამაა რომელიც განიცდის ამ ყოველივეს, მყავს დედა რომელიც უსაზღვროდ ნერვიულობს ჟურნალისტების ესეთ დიდ ჩარევას ჩემს პირად ცხოვრებაში ...მყავს შვილი გოგოოოო და არ მინდა ესე. საქვეყნოდ აფრიალებდნენ ნინას დედის ცხოვრებას .... გთხოვთ დამანებეთ თავი და შემეშვით გემუდარებით ! პ.ს ნინო მჭედლიშვილს პრაიმ ტაიმის ჟურნალისტს ყველასნთანდასწრებით ვუკრძალავ ჩემზე ერთი სიტყვის დაწერასაც კი .... და ვაღიარებ ყველაზე მდაბიო ჟურნალისტად რომელიც ადამიანების ნერვიულობით იწყობს კარიერას ... დიდი მადლობა ნახვამდის თიკა ჯამბურია" - წერს მომღერალი.

კომენტარი