გოგონამ მობილური ტელეფონით თავი მოიკლა
ტრაგიკული ინცინედნტი მოსკოვში. 2015 წლის 9 თებერვალს, 24 წლის გოგონა სახელად ევგენია სვიდენკო აბაზანის მიღებისას გარდაიცვალა. სამართალდამცავთა განცხადებით გოგონას წყალში მობილური ტელეფონი აიფონ 4 წყალში ჩაუვარდა, დენმა დაარტყა და სიცოცხლეს გამოასალმა.
ევგენიას გვამი მისმა მეგობარმა გოგონამ აღმოაჩინა, რომელთან ერთადაც მოსკოვში სასწავლებლად ჩამოსული გოგონა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა მოსკოვში რამდენიმე თვის წინაც მოხდა, მაშინ 17 წლის გოგონას სელფ ფოტოს გადაღების დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
ამ გოგონებისგან განსხვავებით გაუმართლა კანადელ ჯერარდ ფრანკს, რომელსაც სელფის გადაღებისას მატარებელი დაეჯახა და გადარჩა. კანადელი ბიჭის ტრაგედიის ამსახველი ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=3&AID=17448
კომენტარი