სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 წლის გოგონას სელფის გადაღების დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

მოსკოვში 17 წლის გოგონას სელფ ფოტოს გადაღების დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. ასეთი გახლავთ რუსი თინეიჯერის კატიას გარდაცვალების ერთ-ერთი ვერსია.

კატიას ცხედარი გუშინ (2014 წლის 4 აგვისტოს) დედამ საძინებელში აღმოაჩინა. პოლიციის წარმომადგნლის განცხადებით გოგონას სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. სამართალდამცავების აზრით გოგონამ ფოტო მაშინ გადაიღო, როდესაც მისი სმარტფონი დენზე იყო შეერთებული და იტენებოდა, რაც საბოლოოდ ტრაგიკულად დასრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100