სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა და გუფი კვლავ მახეში გაებნენ - უარყოფის მიუხედავად ძალიან სააშკაროა, რომ წყვილი ერთადაა

გუშინ ღამე რეპერმა გუფიმ მოსკოვში ახალი კლიპის პერმიერა გამართა. კლუბში, სადაც ღონისძიება ჩატარდა, უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ქეთა თოფურიაც. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მომღერალი და რუსი რეპერი რომანს მუდმივად უარყოფენ, პარალელურად ფანებს პატარა მინიშნებებსა და ანკესსაც უგდებენ. "ა სტუდიოს" სოლისტმა საღამოდან ვიდეო გამოაქვეყნა: "და ვინ არის ეს, ვინ არის?" კითხულობდა ინტრიგანარევი სიცილით თოფურია. ვიდეოში ბიჭის სახე კარგად არ ჩანდა, თუმცა ჩანს რომ კლუბშია და თანაც რეპერების საღამოა. ფოტოდან, რომელიც "დრონი.ჯი"-მ ამ ვიდეოდან ამოიღო, მისახვედრია, რომ სათვალიანი ბიჭი სწორედ გუფია. ქეთამ ეს ვიდეო მალევე წაშალა. პარალელურად ფოტო და ვიდეო მასალას პერმიერიდან რეპერიც აქვეყნებდა.

მანამდე ორი დღით ადრე კი, რუსმა რეპერმა გოგონას ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ხელიც ჩანს. სურათის კომენტარებში ყველა წერს, რომ გოგო სწორედ ქეთაა. მოგვიანებით ფოტოზე ქეთამ კოცნის "სმაილიც" დააკომენტარა. გუფის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე, გოგონას ტოპი აცვია და ჩანს, რომ მუცელსა და წელზე ძალიან ბევრი ხალი აქვს. ქეთას ფოტოებს თუ თვალს გადაავლებთ, მიხვდებით რომ ეს ხალები იდენტურია. წყვილი ურთიერთობას მალავს, თუმცა მათი მინიშნებებით ადვილი მისახვედრია, რომ ქეთას ამჟამინდელი ბოიფრენდი რეპერი გუფია.

შეგახენებთ, რომ თოფურია ქმარს, ლევ გეიხმანს უკვე კარგა ხანია დაშორდა, თუმცა ამას არ ახმაურებდა. რაც შეეხება გუფისთან რომანს, რუსულმა პრესამ დასასვენებლად მყოფი წყვილი ჯერ კიდევ ამ ზაფხულს გამოიჭირა ერთად. შეგიძიათ იხილოთ, "დრონი.ჯი"-ს სტატიები (იხ. 1, 2, 3) წყვილის ურთიერთობის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100