ქეთა თოფურია და მისი დაქალი შეყვარებულებთან ერთად ატარებენ საღამოს

ქეთა თოფურია დაქალთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. მომღერალი და მისი მეგობარი საღამოს შეყვარებულებთან ერთად ატარებენ. ვიდეოში ჩანს, რომ "ა სტუდიოს" სოლისტს გვერდით ბიჭი უზის, რომელიც ძალიან ჰგავს რეპერ გუფის.

სულ ცოტა ხნის წინ რეპერმა ხალხს ქეთაზე ახალი საჭორაო თემა მისცა. "სახლი ტკბილი სახლი," - წერს გუფი და გოგოს სურათს აქვეყნებს. "ქეთია?" "გამარჯობა ქეთი", "თოფურიაა" - კითხულობენ და წერენ კომენტარებში. თითქმის ყველა კი წერს, რომ ფოტოზე ქეთა თოფურიაა. მართალია გოგონას სახე დამალული აქვს, მაგრამ ქართველ მომღერალს მართლაც ძალიან ჰგავს.მანამდე კი კონცერტებიდან დაბრუნებულმა გუფიმ გზიდან, მანქანში გადაღებულ ვიდეოც გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ საჭესთან გოგო ზის. მას კი წითელი ქურთუკი აცვია, სწორედ ისეთი, როგორიც თოფურიას ერთ-ერთ ფოტოზე აცვია.

არ არის გამორიცხული სურათზე მართლაც ქეთა იყოს. წყვილის რომანის შესახებ რუსეთში უკვე კარგა ხანია ჭორაობენ. ზაფხულში ინტერნეტი მათი დასვენების ფოტოებმაც მოიცვა. მომღერლები ამტკიცებდნენ, რომ ფოტოზე ისინი არ იყვნენ. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ამ დროისთვის ქეთა ქმართან, ლევ გეიხმანთან, უკვე კარგა ხნის დაშორებული იყო.

სულ ცოტა ხნის წინ კი "ა სტუდიოს" სოლისტმა რეპერთან ერთად ინსტაგრამზე საერთოდ live ვიდეო გააკეთა და თაყვანისმცემლების კითხვებს უპასუხა. თოფურია ლაივ ვიდეოში ფანების მხრიდან მისი და გუფის ურთიერთობის შესახებ კითხვებს გამოეხმაურა: "ყველას აინტერესებს როგორი ურთიერთობა გვაქვს, აი ასეთი ურთიერთობა გვაქვს", - აღნიშნავს მომღერალი. ამ პასუხით კი ახალ ჭორების გავრცელებას ჩაუყარა საფუძველი, რადგანაც ვიდეოში ბევრს ხუმრობენ, იცინიან და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უარყოფენ მათ შორის არსებულ რომანს, ერთად დროს კარგად ატარებენ.

კომენტარი