სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბიძაშვილის მანქანაა, მე მაგ ნომერში არ გადავიხდიდი 10 000 ლარს“

ინტერნეტში გამოჩნდა ძვირადღირებული ავტომობილის ფოტო, რომელსაც სანომრე ნიშანზე აქვს წარწერა “joxadze”.

სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემების გვერდებზე გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოს ავტომობილის მფლობელი ანრი ჯოხაძეა, რომელიც გუშინ წინ ავარიაში მოყვა და კუთვნილი მერსედესი დაამტვრია.

აღნიშნულთან დაკავშირებით დრონი.ჯი ანრი ჯოხაძეს დაუკავშირდა.

„მანქანა მართლაც დავამტვრიე გუშინ, მაგრამ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება თეთრ ბეემვეს, არ არის ეგ მანქანა ჩემი, ბიძაშვილისაა, არსად არ დამიწერია, რომ ჩემია უბრალოდ ფოტო გადავიღე, გამოვაქვეყნე და ყველამ ჩათვალა, რომ ჩემია“ - განაცხადა ანრიმ დრონისთან საუბრისას.

მომღერალმა კომენტარი გააკეთა ბიძაშვილის მანქანის სანომრე ნიშანზეც, რომლის ფასიც 10 ათასი ლარია.

ანრი ჯოხაძე: არა არ ვიყიდიდი მაგ ნომერს და ერთი მიზეზის გამო რომ საკუთარი ავტომობილში მაინც ვიყო ნაკლებ ყურადღების ცენტრში. 10 000 გადავიხდიდი უცნაური სლოგანის მაგვარან დევიზურ სანომრე ნიშანში თუმცა მსგავსი გატაცებები არ მაქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100