სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრეატივი: გაიმარჯვე ვიქტორინაში და წაჰგვარე „თარაში“ კობა სუბელიანს (ვიდეო)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ახალ, ორიგინალურ კონკურსს გთავაზობთ: „ფეისბუქზე“ კობა სუბელიანის პირად გვერდზე, ასევე სამინისტროს ვებ-გვერდზე რამდენიმე დღეა, ანონსდება ვიქტორინა, რომლის გამარჯვებული პირადად მინისტრისგან მიიღებს თარაშს - იგივე ქართველ მეცხვარე ძაღლს, რომელიც ჯერაც მცირე ასაკისაა. ვიდეორგოლში, რომელიც ვიქტორინის პირობებს აცნობს მაყურებელს, თავად კობა სუბელიანი საუბრობს, რომელსაც ხელში თარაში უჭირავს, რგოლის მეორე ნაწილი კი თვითონ ლეკვის „პრეზენტაციაა“.

„მიიღე მონაწილეობა დევნილთა სამინისტროს ვიქტორინაში. პირველმა უპასუხე ყველა დასმულ კითხვას სწორად და ამ უნიკალურ ქართულ მეცხვარეს შენ პირადად კობა სუბელიანი გადმოგცემს. გვისმინე, გვიყურე, გაეცანი ინფორმაციას და გახდი გამარჯვებული. ვიქტორინის კითხვებზე სწორი პასუხები იპოვე დევნილთა სამინისტროს ვებ-გვერდზე “ - ნათქვამია ვიდეოს აღწერასა და „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100