სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კუსრაძემ 20 წლის რძალი მისი შვილის თვალწინ მოკლა

ფონიჭალაში გიორგი კუსრაძემ საკუთარი ძმის ცოლი ნინო ბალახაძე მოკლა. დანაშაული უკვე გახსნილია. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ადრე ნასამართლევი, 28 წლის გიორგი კუსრაძე უკვე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, კუსრაძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა საკუთარ ძმის ცოლს, 20 წლის ნინო ბალახაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნინო ბალახაძე მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ნინო ბალახაძის 4 წლის შვილიც იმყოფებოდა, რომელიც გიორგი კუსრაძემ მკვლელობის შემდეგ მაღაზიაში დატოვა.

მეზობლების თქმით, გიორგი კუსრაძე ძმის ცოლზე ეჭვიანობდა, რაც შესაძლოა მკვლელობის მიზეზი გახდა. ნინო ბალახაძის ქმარი პატიმარია. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ის რამდენიმე ხნის წინ გათავისუფლდა საპატიმროდან.

პოლიციის მიერ ამოღებულია იარაღი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100