სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველ მეზღვაურს, რომელიც რუმინეთში გემიდან გადავარდა, ისევ ეძებენ - ოჯახის განცხადება

ქართველ მეზღვაურს, რომელიც რუმინეთში გემიდან გადავარდა და დინებამ წაიღო, 1 კვირაზე მეტია ეძებენ. ოჯახი დახმარებას ითხოვს:

"რუმინეთში, კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, 60 საზღვაო მილის მოშორებით, 12 დეკემბერს, დაახლოებით დღის 4 საათისკენ მიმავალი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური უჩა მიქელაძე.
გთხოვთ ყველას დაგვეხმარეთ გავრცელებაში, უკვე 10 დღე გავიდა და დღემდე ვერ ვპოულობთ.
ოჯახის თხოვნაა, ვისაც თუ რაიმე სახის დახმარება შეგიძლიათ დაგვეხმაროთ პოვნაში.
ოჯახის საკონტაქტო ნომერი, მამა: 593 02 37 16" ნათქვამია განცხადებაში

ჯერჯერობით უცნობია, რა ეტაპზეა სამძებრო სამუშაოები.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 14 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური, რომელიც დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს მისი გემზე აყვანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100